ქართველი ცნობილი ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკოსი გოგა მანია მოქალაქეებს აფრთხილებს, და „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, სოციალურ ქსელებსა და პირად კომუნიკაციაში ვრცელდება თაღლითური სქემა, უცნობი პირი თავს მის ასისტენტად ასაღებს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვას სთხოვს.
როგორც მანია განმარტავს, თაღლითმა მის ნამდვილ ასისტენტსაც მისწერა და მასაც თავი გოგა მანიას ასისტენტად გააცნო. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე უკვე გახდა თაღლითების მსხვერპლი და თანხაც აქვს ჩარიცხული, თითქოსდა „მაგიისა და ჯადოს“ შესრულების სანაცვლოდ.
გოგა მანია მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია და არ ენდონ უცხო პირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით მოვედი. ასეთი რამ რომ არ მომხდარიყო, ვიდეოსაც არ ჩავწერდი. ვიღაც თაღლითი ხალხს ატყუებს და თავს გოგა მანიას ასისტენტად ასაღებს. სავარაუდოდ, მას ფრანგული ნომერი აქვს. უფრო მეტიც, შექმნილი აქვს მეილი ჩემს სახელზე. ჩემს ასისტენტსაც მისწერა და მასაც ეუბნება, რომ ჩემი ასისტენტია.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ არ მოტყუვდეთ. ერთ ქალბატონს უკვე მოატყუა და თანხაც ჩაარიცხვინა: ეუბნებოდა, „მაგიას და ჯადოს გაგიკეთებო“. გვაქვს მისი სახელი და გვარი, თუმცა დაბნეულები ვართ და არ გვინდა, რომ ვინმე მოტყუვდეს.
ჩემ ასისტენტს უცხოური ნომერი არ აქვს. ჩვენს საიტზე მითითებულია მისი ნომერი და ის ქართულია. მეც ქართული ნომერი მაქვს. უცხო ადამიანებს ნუ ენდობით. ვიღაც ე.წ. ნაგავი წერს ხალხს, ეს არ არის ოფიციალური და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ.
გთხოვთ, უცხო ადამიანს თანხას ნუ ჩაურიცხავთ. თანხა ჩაურიცხეთ მხოლოდ ეკატერინე კვინიკაძეს - ეს არის ჩემი ასისტენტის სახელი და გვარი“, - ამბობს გოგა მანია ვიდეომიმართვაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: