
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრიმ სოციალურ ქსელში სიდედრთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა და მას დაბადების დღე მიულოცა:
„გილოცავ დაბადების დღეს, სიდედრო! ნუ ნერვიულობ, შენ ერთი დღითაც არ გამოიყურები იმაზე უფროსი, ვიდრე შენს ასაკს ამტკიცებ“, - წერს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია