Digest Logo

„ნუკი კოსმეტიკის“ სკანდალი გრძელდება: გიორგი ფხაკაძე კოშკელიშვილისგან ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს

1757068383
გიორგი ფხაკაძე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებულმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნუკი კოშკელიშვილის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ ვიტამინების დანამატი შემადგენლობის გამო გააკრიტიკა. 

როგორც ფხაკაძე წერდა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ VITANUKI Beauty Vitamin Blend ამჟამად არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს და არ არის რეკომენდებული.

სოციალურ ქსელში პროდუქტის კრიტიკას ნუკი კოშკელიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და მას თაღლითად მიიჩნევს. 

ამჯერად, გიორგი ფხაკაძე კოშკელიშვილის პასუხს გამოეხმაურა და ნუკი კოშკელიშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს {მისი პატიოსნებისა და სახელის შეურაცხყოფისთვის}.

ამავე განცხადების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფხაკაძე სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს.

„ოფიციალური განცხადება – Nuki Cosmetics

თქვენი ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გავრცელდა ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს ჩემს მიერ გავრცელებული მონაცემები პროდუქტის FDA-ს სტატუსზე არასწორია.

მივმართავ თქვენს ორგანიზაციას:

1. ეს განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას და რეპუტაციის შელახვას – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მოქალაქეთა სარჩელი ცილისწამებისა და სამომხმარებლო უფლებების დარღვევის შესახებ).

2. თქვენ კომერციული ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას აძლევს მცდარ წარმოდგენას და ამით არღვევთ საქართველოს სარეკლამო და სამომხმარებლო დაცვის კანონმდებლობას.

3. თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არა მხოლოდ არ შეესაბამება რეალობას, არამედ აზიანებს ჩემს პროფესიულ რეპუტაციას.

მოვითხოვ:

• დაუყოვნებლივ წაშალოთ ცრუ ინფორმაცია,
• საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ოფიციალური გვერდიდან,
• წარმოადგინოთ დოკუმენტურად დამტკიცებული ოფიციალური დასტური იმ განცხადებების შესახებ, რომლებსაც ავრცელებთ.

თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, სასამართლოს გზით დავიწყებ შესაბამის სამართლებრივ პროცესს, მათ შორის:

• რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების საქმეზე,
• საქართველოს საკანონმდებლო ნორმების დარღვევის საფუძველზე,
• ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ეს არის ოფიციალური გაფრთხილება“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფულს ითხოვს და თაღლითია, მაგას თუ დაუჯერებთ პანდემიისას უნდა ამოვწყვეტილიყავით...“ - ნუკი კოშკელიშვილი გიორგი ფხაკაძის ბრალდებებს პასუხობს

🎥 „აკრძალულია ცხელი წყლით გალღობა“ - როგორ გავალღვოთ გაყინული პროდუქტი სწორად?

🎥 „სასიკვდილო და საბედისწერო ასპექტი აგვისტოში გავიარეთ, თუმცა...“ - რა რეკომენდაციებს ავრცელებს მარიამ შუკაკიძე 7-დან 21 სექტემბრის დაბნელებების კორიდორზე