Digest Logo

„ფულს ითხოვს და თაღლითია, მაგას თუ დაუჯერებთ პანდემიისას უნდა ამოვწყვეტილიყავით...“ - ნუკი კოშკელიშვილი გიორგი ფხაკაძის ბრალდებებს პასუხობს

1757066594
გიორგი ფხაკაძე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებულმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნუკი კოშკელიშვილის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ ვიტამინების დანამატი, მისი შემადგენლობის გამო გააკრიტიკა.

როგორც ფხაკაძე წერდა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ VITANUKI Beauty Vitamin Blend ამჟამად არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს და არ არის რეკომენდებული.

სოციალურ ქსელში პროდუქტის კრიტიკას ნუკი კოშკელიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და მას თაღლითად მიიჩნევს. 

„გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია, გადაამოწმეთ ოფიციალურ ჯანდაცვის საიტებზე, ამერიკაში FDA-ც ხომ პროდუქციას არ უშვებს საზღვრებზე შეუმოწმებლად.

მას თუ დაუჯერებთ, პანდემიისას ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით. მიეცით თანხა და იტყვის კარგია.

ხვალ ვიღაც იტყვის, არაა ორსულად, მუცელში ბალიში აქვსო, ყველა ბლოგერს ვსდიო ექოსკოპიით და ვუმტკიცო?“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აკრძალულია ცხელი წყლით გალღობა“ - როგორ გავალღვოთ გაყინული პროდუქტი სწორად?

🎥 „სასიკვდილო და საბედისწერო ასპექტი აგვისტოში გავიარეთ, თუმცა...“ - რა რეკომენდაციებს ავრცელებს მარიამ შუკაკიძე 7-დან 21 სექტემბრის დაბნელებების კორიდორზე

🎥 „ვარჯიშის შემდეგ თუ ძილი გინდებათ, ეს ნიშნავს, რომ...“ - როგორ ვიკვებოთ ვარჯიშის დროს სწორად, ნატა გაგუას რჩევები!