
ოზურგეთელი გიორგი ბაქანიძე თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
გიორგი ბაქანიძე თბილისში ნატანებიდან იყო ჩამოსული და ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა. გუშინ დილას კი სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს.
„გიო, ჩემო გიო... ჩემო ძმაო, ჩემო შვილო, ჩემი ძამიკოს ობლად გაზრდილო ანგელოზო.
არც ვიცი რა ვთქვა, რა გავაკეთო, რა ვუთხრა დედაშენს ვის რა ვუთხრა.
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - წერს ამირან ბაქანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„16 მაისიდან უკვე კარგი პერიოდი დგება ყველა სახის საქმიანობისათვის“ - ასტროლოგი
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს
🎥 რა გავლენას ახდენს მშობლების ურთიერთობა შვილის სამომავლო პირად ცხოვრებაზე?