მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაამარცხა შონ ო'მალი და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და შეხვდა ქართველ გულშემატკივარსაც.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„მოგესალმებით მეგობრებო. პირველ ოქტომბერს მოვდივარ ჩემს მშობლიურ ვანში. მინდოდა ჩემს ოჯახში ერთად გვეზეიმა UFC-ის ქამრის მოგება, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო, ამჯერად ეს ვერ მოხერხდება. მცირე დროით გულშემატკივარს შევხვდები სოფელ სულორის ცენტრში 12:00 საათზე“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება