რაგბის კლუბი „ლელო“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამძიმრის წერილში ვკითხულობთ, გარდაიცვალა კლუბის წევრი ლუკა კურტანიძე:
„ლელოს“ დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.
ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა „ლელოს“ ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.
თანავუგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.
„ლელოს“ ოჯახი გლოვობს.
ღმერთს ებარებოდე ლუკა“, - წერია სამძიმრის წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ტირილი მთელ საბურთალოს ესმოდა... მოვთქვამდი როგორც დედაკაცი“ - ნუგზარ რუხაძე დედაზე