Digest Logo

„ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1785523401
გიორგი კეკელიძე

გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.

მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან. გთავაზობთ მორიგ პოსტს:

„კანტის არ იყოს, ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში - საშინელი რეიტუზების შარვალს შიგნით და გატანებული ხაჭაპურების ჩანთაში, დიდ დასვენებაზე რომ უნდა მეჭამა. ამ ორი მონსტრიდან პირველს ვერაფერს ვუხერხებდი, თორემ მეორეს უკვე დაბარებულივით ელოდნენ ახლო შესახვევში მცხოვრები ძაღლები.

ეს პირველი კიდევ, რაღა ჭიანჭაველებით სავსე ბუდე ჩაგიცვამს და რაღა ეგ. ცალკე მისი დაუნდობელი რეზინი გიჭერს და ცალკე კიდევ ბრაზი ყელში - რადგან ზუსტად იცი, რომელიმე კლასელი აუცილებლად გეტყვის - აბა, შარვალი წამოიწიე!

ამას რომ მოჰყვება, ის შეგრძნება ისეთი სასტიკია - ჩემი დიდი ბაბუა, ყაისარა უფრო ადვილად წამოიწევა ნატანების სასაფლაოდან, ვიდრე შარვალი. და შარვალი რჩება ადგილზე, რასაც ეგებება სიტყვები : „ფუ, რეიტუზი გაცვია!“ თუმცა, ასე სჯობს დანახვას. ასე უფრო ადვილია. რადგან, როგორც ბიბლიაში წერია: „უკუეთუ არა ვიხილო, არასადა მრწმენეს“.

არის ბავშვობის ავი ამბები, რომელიც თითქოს მხოლოდ იქ რჩება - აბა, ახლა ვის აინტერესებს, რეიტუზი გაცვია შარვლის შიგნით თუ მართლა ჭიანჭველას ბუდე - იქ რჩება, მაგრამ იზრდები და მაინც გტკივა.
ჩვენ, რეიტუზების თაობამ, ეს ტკივილი ყველაზე ცხადად ვიცით და ვცნობთ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე - „შეიძლება ძალიან სწრაფი, სასტიკი, ემოციური და სკანდალური იყოს“

⭕  „აქ თამაში მარტივი არ არის...სერია A-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო“ - „უდინეზემ“ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა

🎥 „დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ შინაგან სტაბილურობასა და სიმშვიდეზე...“ - უშვილობა და შიშები: ნანა პარკაძის რჩევები