
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი ქართველი ფეხბურთელების გიორგი მიქაუტაძის და ვასილის ფოტოს აქვეყნებს.
„ორივე ქართველი, ორივე 22 ნომერი, ორივე უცხო ქვეყანაში დაბადებულები და ორივეს გააქვთ გოლი საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე!
საქართველოს შვილები ემიგრაციიდან, ჟორჟი და ვასილიოსი, ანუ გიორგი და ვასილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: