Digest Logo

„ოთხი დის საფიცარო, ობოლო ბიჭო, როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?!“ - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

1676030595
გაი ბოლქვაძე

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - სოფელ აცანაში  მცხოვრები ახალგაზრდა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება საჭეს გია ბოლქვაძე მართავდა, რომელიც სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა.

როგორც მისი სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, ის  ერთი თვის წინ დაქორწინდა. 

ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი კესო მახარაძე:

„სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად.... ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო, უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო...

ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის საფიცარო ძმაო?! როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?!

ბიჭოოო, დედაშენი რით ვანუგეშოთ... შენი გამზრდელი კუთხე, სამეგობრო და სამეზობლო ამ უბედურებამ გააოგნა... ეს რა ქენი, შვილო...“ - წერს ოჯახის ახლობელი.

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში... ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა“ - დათო ლიკლიკაძე

🔘რას ჰყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები - „მოვასწარით, რომ გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა“

🔘„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა