Digest Logo

„ოთხივე ადამიანი, როგორც ცხოვრების წესით, ისე შეხედულებებით, უკიდურესად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთი არაჩვენებური რამ აერთიანებდათ - სხვისი შემჩნევის ნიჭი“ - ვისზე წერს გიორგი კეკელიძე

1685517469
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე იმ ადამიანების შესახებ წერს, ვინც მისი თქმით მის ცხოვრებაში „თვისობრივი როლი ითამაშა  აქამდელი ბიოგრაფიისა და არცთუ იოლ გზის სხვადასხვა მონაკვეთში“.

„ოთხი ძირითადი ადამიანი მახსენდება უფროსი თაობიდან, მამაჩემის და ბებიაჩემის გარდა, ვინც თვისობრივი როლი ითამაშა ჩემი აქამდელი ბიოგრაფიისა და არცთუ იოლ გზის სხვადასხვა მონაკვეთში.

ოთხივე ადამიანი, როგორც ცხოვრების წესით, ისე შეხედულებებით, უკიდურესად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთი არაჩვენებური რამ აერთიანებდათ - სხვისი შემჩნევის ნიჭი. ეს ის იშვიათი ნიჭია, თან რომ არ დაჰყვება ადამიანს - არამედ უნდა ისწავლოს და ყოველდღიურად შეახსენოს საკუთარ თავს, ინსტიქტური ვნებების დათრგუნვით და დაოკებით.

მე ვცდილობ, ამ საქმეში მათ მივბაძო და ზოგჯერ ხელოვნურად ვაჭარბებ ხოლმე - ვიცი, კაცი, გუშინ ქირქილებდა და მლანძღავდა, მაგრამ მოსულს დიდი ღიმილით ვეგებები და ვეხმარები. ვაჭარბებ იმიტომ, რომ ის კაცი მეორე დღეს ისევ აგრძელებს უსაგნო ქირქილს. მაგრამ ეს გადაჭარბება მირჩევნია, სხვისი ნაბიჯის გამოტოვებას, სხვისი ფიქრის ჩახშობას და გაუქმებას.

ხან შეიძლება, სიჩქარეში, ვინმე გამომრჩეს - მეორე დღეს აუცილებლად ვუბრუნდები და ხელს ვუწვდი. ეს არის ჩემი ერთგვარი ვალდებულება ამ ოთხი ადამიანის მიმართ.

სამწუხაროა, რომ ოთხივე გარდაცვლილია. ხოლო მათი სახელებია - ანა კალანდაძე, ზურაბ კიკნაძე, მიშა ქურდიანი და კახა ბენდუქიძე“,- წერს კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მაიმუნებს მივანდოთ მაიმუნური ცხოვრება, მაგრამ...“ - რას წერს გია მურღულია

🔵 „ჩემი პატარა ქალიშვილი, მატილდე უნდა ვავარჯიშო, რომელთან ერთადაც არასდროს ვყოფილვარ“ - ჟურნალისტი ნინა მამუკაძე სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლას ეხმაურება

🎥 ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ მგლის ნიღაბი მორგებული