ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის მეხუთე ტური გაიმართა. დღეს აუტსაიდერები მგლისა და ხმელი წიფელის კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ.
დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დღეს მგელს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ფილოლოგ გია მურღულიას ჰქონდა მორგებული.
„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება.
დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს.
საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.
რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია - კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობია.
შოუს მონაწილეები კოსტიუმებს პირად კარავში ირგებენ და სცენაზე გადიან. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან