ძაღლი, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა, ახალ პატრონს ეძებს. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში თამთა ჭიღლაძემ გაავრცელა. პოსტის ავტორი საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, რომ ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ძაღლი წაიყვანოს.
„ამ საყვარელმა არსებამ მეზობლის ბავშვს ნაყინი „წაართვა“, შემთხვევით გაკაწრა და გაუძახეს ცხოველთა მონიტორინგში.
ერთ დროს პატრონიც ჰყავდა, თუმცა სასწრაფომ წაიყვანა გარდაცვალებამდე, მის მერე სულ სასწრაფოს მანქანებს ეკიდებოდა და სირენის ხმას ჰყვებოდა.
ახლა პატიმარივით გალიაშია შეშინებული მოთავსებული, გაურკვევლობაში.
გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგეძლოთ მისი აყვანა ან ბოლო ვარიანტად მიკედლება მაინც, ყველანაირად დაგეხმარებით გაავრცელეთ რა”- წერს ავტორი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔷5 ქართველი სელებრითი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს
🔷შორენა ბეგაშვილის ფრანგული ვოიაჟი გრძელდება - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს