შორენა ბეგაშვილი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა გაიხადა და „პლეიბოისთვის“ ფაქტობრივად შიშველმა იპოზიორა. რუსთაველი გოგონა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობდნენ, მოკლე დროში გახდა პოპულარული. მოულოდნელად ოჯახი დაენგრა, თუმცა კარიერის აწყობაში ამას ხელი არ შეუშლია.
მიუხედავად იმის, რომ გახდაზე უკვე უარს ამბობს, ჟურნალისტებსაც აღარ სწყალობს და საკუთარი ცხოვრების შესახებ გულახდილ ისტორიებსაც იშვიათად ჰყვება, მაინც საქართველოს სექსსიმბოლოდ ითვლება. მას ბევრი მიმბაძველი ჰყავს.
შორენა ყვითელი პრესისთვის ერთ-ერთი სასურველი რესპონდენტია. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებს საზოგადოებას და მის სახელს უამრავი სკანდალი უკავშირდება.
„დაიჯესტი“ დღეს სწორედ ბეგაშვილზე გიამბობთ.
რომანები
შორენას და მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც ასევე რუსთავიდან არის, ზურაბ ბარბაქაძეს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. შორენას თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იქორწინეს კიდეც, თუმცა შემდეგ დაშორდნენ.
ბეგაშვილს ერთადერთი ქალიშვილი - ევა ბარბაქაძე სწორედ მისგან ჰყავს. მასთან გაყრის შემდეგ ზურაბმა უკრაინელი გოგო მოიყვანა ცოლად.
„როცა ევას მამას გავაგებინეთ, რომ ბავშვს ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდა, ასე შემოგვითვალა: რომც მოკვდეს, მე არ დამირეკოთო, ეგ მე არ მაფასებსო“, - იხსენებდა შორენა ბეგაშვილი „ნანუკას შოუში“ ყოფილ მეუღლესთან უთანხმოებასა და მის შვილისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.
შორენა ბეგაშვილი მეორედ საიდუმლოდ გათხოვდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე. 8 - წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა და საზოგადოებამ ეს შორენას მიერ იუსტიციის სახლიდან გამოქვეყნებული განქორწინების მოწმობით გაიგო. ცნობილია, რომ ნანაძეს შორენასან ურთიერთობის დაწყებისას ჰყავდა ცოლი, რომელსაც შორენას გამო დაშორდა.
თუმცა ამ ქორწინებამდე იყო შორენა ბეგაშვილის და დავით ბაგრატიონის სკანდალური რომანი
რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა ჰქონდა შორენას კრიმინალურ ავტორიტეტთან ლაშა ბარათელთან, რომელსაც დაშორდა.
შორენამ საყვარელ კაცზე დაახლოებით ერთი წლის წინ ისაუბრა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი იმის გამო შეუყვარდა, რომ ის არის კაცი, რომლის სიტყვასაც ძალა აქვს და ის რასაც ამბობს, იმას ასრულებს.
თუმცა გასულ წელს ისინიც დაშორდნენ.
შორენა ბეგაშვილის ქონება და სახლი
მსახიობი შორენა ბეგაშვილის ისტორია ძალიან ჰგავს უცხოელი ვარსკვლავების ამბავს, რომლებმაც წარმატებული კარიერა და ფული რთული გზით იშოვეს. შორენა პატარა ასაკში გათხოვდა, დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ოჯახი რომ ერჩინა, არანაირ სამუშაოზე უარს არ ამბობდა, ამბობენ, რომ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურშიც მუშაობდა. თუმცა "პლეიბოიში" გადაღების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, ფოტოობიექტივის წინ გაშიშვლებამ მას წარმატება მოუტანა, ამას მოჰყვა ფილმები, გადაცემები. თუმცა მას შემდეგ, რაც მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ტელეწამყვანი გახდა, თამამ როლებზე უარს ამბობს. ქართველ მსახიობს გადასაღებად იწვევენ სხვა ქვეყნებშიც.
ხმაურიანი დაპირისპირებები
ცოტა ხნის წინ შორენა კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ტელეწამყვანს ეხებოდა. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულმა განცხადებამ გამოიწვია.
იზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ეხება. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულმა განცხადებამ გამოიწვია.
„ღმერთო, გთხოვ, შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა“, - დაწერა ფადი ასლიმ.
მოგვიანებით კი ბიზნესმენის პოსტს სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, კაცს არ უხდება ქალზე ჭორაობა, ბატონო ფადი. ხო, ისევ ვიწრო წრეში გააგრძელეთ ჩემზე ლაპარაკი, როგორც ყოველთვის. ეს ზრდილობიანად და ისე, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, მეტი საქმე არ გაქვს?“, - წერს შორენა ბეგაშვილი.
თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი 2013 წელს ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. როგორც თიკომ განაცხადა, ბეგაშვილის გაღიზიანება "თბილისი ლაივის" სიუჟეტს მოჰყვა, სადაც შორენა ბეგაშვილის ეროტიული კადრები ჩასვეს. თიკოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა.
„წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი, სანამ შენს აზრებს გადმოაფრქვევ, ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული". ამაზე თიკო სადუნიშვილი გაღიზიანდა და შორენას თავადაც სოციალური ქსელით უპასუხა: "მერწმუნე, შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა, ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია, თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის".
შვილის ხელმეორედ დაბადება
2016 წლის 26 მარტს, შორენა ბეგაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდა თავს. ევა საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადავარდა, გოგონას ხერხემალი დაუზიანდა, ასევე სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლავთ, როდესაც უბედურებას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.
მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
ბედნიერ დასასრულს წინ შორენას თავდაუზოგავი ზრუნვა, ევას წარმოუდგენელი სიმამაცე და მეგობრებისა და მთელი ქვეყნის გვერდით დგომა უძღოდა. ევამ ათობით უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და დღემდე გადის რეაბილიტაციას, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
5 ქართველი სელებრითი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს
შორენა ბეგაშვილის ფრანგული ვოიაჟი გრძელდება - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს