თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში.
ამის გარდა, იგი სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია და რამდენიმე თვის წინ, ვენეციის კინოს ფესტივალზეც იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავებს საკუთარი თავის მოვლის ხაზი წარუდგინა.
თბილისის შემდგომ საკუთარი პროდუქციის სტენდები თამომ ბათუმსა და ქუთაისშიც გახსნა. „თამოსკინის“ სტენდი დღეს 15 ნოემბერს გაიხსნა, ინფორმაცია და კადრები კი თავად თამო ვაშალომიძემ გაავრცელა.
იგი ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ მას პროდუქცია გახსნის პირველივე დღეს მოჰპარეს:
„პირველად მოგვპარეს კოლაგენი სტენდზე, ქუთაისში, მაგრამ არაუშავს. აღარ იყო. სიცილით და ღიმილით ვხვდები, მაგრამ არ მეგონა. ასეთი ამბებიც ხდება“,- ამბობს თამო ვაშალომიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პოპულარულობის მიუხედავად მაინც ისე ვიქცევი, როგორც მინდა...“ - რას ამბობს თიკა ჯამბურია?
🎥 „კარგია, როცა იმდენად მაგარი ხარ, დაცემის შემდეგ დგები...“ - თიკა ჯამბურია