მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ასეთ დიდ, საშიშ იმპერია, როგორიც ბრიტანეთია, იწყებს პატარა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრი მედიის გამოყენებით დემონიზების კამპანიას, ეს საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა, რათა შემდგომში გამართლდეს გადატრიალება, ან პოლიტიკური ფიგურის ლიკვიდაცია.
გარდა ამისა, მხატვარი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, ზეწოლა საქართველოზე უფრო გაიზრდება და იქნება მცდელობა დაამძიმონ მდგომარეობა:
„ასეთი დიდი, საშიში და ვერაგი იმპერია როგორც ბრიტანეთია, რომ იწყებს რომელიმე პატარა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრი მედიის გამოყენებით დემონიზების კამპანიას, ეს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა, რათა შემდგომში გამართლდეს გადატრიალება, ან პოლიტიკური ფიგურის ლიკვიდაცია.
საქართველოში გადატრიალება რთულია, რადგან ეს ხელს შეუწყობს რუსეთს გაამართლოს და განახორციელოს კვლავ ანექსია, მაგრამ არ არის გამორიცხული ამაზეც წავიდეს ბრიტანეთი.
აი, პოლიტიკური მკვლელობა კი სრულიად მოსალოდნელია და ეს უფრო უმტკივნეულო სცენარია ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან.
ყოველ შემთხვევაში, ასეთ „ფეიკ“ კამპანიებს გაუაზრებლად არ წამოიწყებდა „მი ექვსი“.
ძალიან საშიშ სტადიაში გადადის საქართველოზე ზეწოლა და ყველანაირ მძიმე სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.
BBC-ს მიმართ გამოძიებაც აუცილებელია და სასამართლოში პასუხის მოთხოვნაც, მაგრამ არა მგონია ჩვენს პატარა ქვეყანას ასეთ დიდ იმპერიასთან რაიმე გამოუვიდეს.
ჩემი აზრით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, ზეწოლა უფრო გაიზრდება და მცდელობა საქართველოში დაამძიმონ მდგომარეობა უფრო მოსალოდნელია“, - წერს შოთა გლურჯიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: