
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა.
ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატი ჟურნალისტი ვარლამ წიკლაურია, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა და გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ გუნდს და პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა:
„ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა.
ახალციხე ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ეს შალვა ახალციხელის სამშობლო და საქართველოს მეციხოვნე ქალაქია. მდიდარი ისტორიით და მშვიდობიანი აწმყოთი.
ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულში და ჩემს ფიქრებშია, სადაც არ უნდა ვიყო. ეს სიყვარული მარადიულია.
ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ახალციხეს!“, - წერს ვარლამ წიკლაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ იმოქმედებს სავსე მთვარის მკაცრი ენერგიები დედამიწაზე და როდემდე გასტანს საგანგებო პერიოდი
⭕„ულამაზესი ხარ“ - თაკო ჩხეიძე დილის რუტინიდან კადრებს გვიზიარებს