
2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. კესარია აბრამიძის მკვლელი დაკავებულია.
დაღუპულს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს და მისი საფლავიდან ემოციურ ვიდეოს ავრცელებს:
„რაც დრო გადის ვხვდები, რომ ძალიან მაკლიხარ, ჩემო უბოროტო, კეთილო, პოზიტიურო.
ყველაფერი ლამაზი და კარგი მახსენდება...
ჩვენი მეგობრობა გრძელდება“, - წერს კესარია აბრამიძის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
@vaniko_14 რაც დრო გადის ვხვდები რომ ძალიან მაკლიხარ (((((((( ჩემო უბოროტო კეთილო პოზიტიურო ყველაფერი ლამაზი და კარგი მახსენდება …… ჩვენი მეგობრობა გრძელდება 🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏❤️❤️❤️❤️💔💔💔💔💔💔🕊️🕊️🕊️🕊️
♬ original sound - 👑D👑🫀
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ იმოქმედებს სავსე მთვარის მკაცრი ენერგიები დედამიწაზე და როდემდე გასტანს საგანგებო პერიოდი
⭕„ულამაზესი ხარ“ - თაკო ჩხეიძე დილის რუტინიდან კადრებს გვიზიარებს