ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც იურისტი წერს, სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში თანაგრძნობის მონახვა რთულია, რადგან მისი თქმით, „ქალში იწყებს ყველა დამნაშავის ძებნას“.
„ქალები სექსუალურ ძალადობაზე იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ ეშინიათ, გამკიცხავი უფრო მეტი გამოუჩნდებათ, ვიდრე გვერდში დამდგომი.
სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში თანაგრძნობის მონახვა რთულია, ქალში იწყებს ყველა დამნაშავის ძებნას და უდიდეს ბოროტებას ეჯახები.
რომელიღაც მორალდაკარგული დეპუტატი საჯაროდ მატყუარას დაგიძახებს, პოლიციაში მიხვალ და დაგცინებენ, სასამართლოში წახვალ და მოძალადე ვიღაცის რაღაც თუ აღმოჩნდა, მაგასაც ვერ მოიგებ.
საკუთარი უფლების დაცვის სურვილს დაგიკარგავენ და აქეთ გამოგიყვანენ დამნაშავედ.
ყველამ, ვინც ამ უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ ხმის ამოღება გაბედა და საკუთარ თავში ძალა მონახა, ნამდვილად დიდ პატივისცემას და სოლიდარობას იმსახურებს!“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 „IQ ძალიან მაღალი მაქვს“ — მერსი სულხანიშვილი
🔵 საიდუმლო ქორწინება - რას მალავს მერსი სულხანიშვილი?
🔵 ხვიჩა კვარაცხელია დაინიშნა? - რა ფოტო აქვეყნებს ჟურნალისტი?