ჟურნალისტმა - მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტელეკომპანია „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით სტატუსი დაწერა.
მისი თქმით, რამიშვილმა გასაუბრებაზე მისი სექსუალურად შევიწროება სცადა.
აღნიშნულ ბრალდებებს თავად ადრესატი შალვა რამიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაკო ჯაბუას საერთოდ არ იცნობს.
🔵 🎥 შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - „არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს“
ისტორია სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა და მას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლმა მამუკა მდინარაძემ ფაქტი ასე შეაფასა - „7 წელი რაღაც მომხდარა თურმე და არ გახსენებია და ახლა გაახსენდა".
აღნიშნულ შეფასებებს იურისტი ნინო ბაღაშვილი ფეისბუკზე ეხმაურება.
„სიმართლის დრო სულ არის!
ამიტომ ნუ ეკითხებით ქალებს თუ რატომ იცდიდნენ წლები რომ ძალადობის გამოცდილებაზე ესაუბრათ.
წარმოუდგენელი გამბედაობა სჭირდება ხმამაღლა ამ ყველაფერზე საუბარს!“,- წერს ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 „IQ ძალიან მაღალი მაქვს“ — მერსი სულხანიშვილი
🔵 საიდუმლო ქორწინება - რას მალავს მერსი სულხანიშვილი?
🔵 ხვიჩა კვარაცხელია დაინიშნა? - რა ფოტო აქვეყნებს ჟურნალისტი?