![უფლებადამცველი უფლებადამცველი](https://digest.ge/uploads/files/2021/12/28/21613/baia-pataraia_w_h.jpeg)
უფლებადამცველი - ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თურქმენეთში ქალებს აკრძალვები დაუწესეს.
მისი თქმით, ისინი დაუღალავად იშრომებენ ქალთა უფლებების დასაცავად.
„თურქმენეთში ქალებს ფრჩხილზე შელაკი, ჯინსის შარვლები და საღამოს 8 საათის მერე მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალეს, ამერიკაში კი აბორტის უფლებას ზღუდავენ...
მოკლედ, დრო ქალების სასარგებლოდ არ მუშაობს. ერთადერთი, რაც ქალების სასარგებლოდ მუშაობს ქალთა შეუპოვარი ბრძოლაა! ბრძოლა სჭირდება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების მოპოვებას, არამედ მიღებული უფლების შენარჩუნებასაც კი.
ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით! და დაუღალავად ვიშრომებთ ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოში! და არა მხოლოდ აქ და არა მხოლოდ ვიშრომებთ.
ქალების ძალა ერთიანობაშია, ეს უნდა იცოდეს ყველა ქალმა!
ეს უნდა ვასწავლოთ ყველა გოგოს! თუ ქალები არ მივატოვებთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერს შევძლებთ!
We can do it!
„დაო, დითა ხარ ძლიერი“, - წერს პატარაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია