Digest Logo

„ქარის ბრალი ყოფილა“, „მამარდ მადლობა!“ „კიდევ კარგი ის საქონელი არ ჰყავდათ, თორე რაც გამაზეს ყველას გაიტანდა, ცხოველი“ - ქომაგები ნორვეგია-საქართველოს მატჩზე

1680073926
მატჩის დღე ვს ნორვეგია

„შეჩერდი წამო, შეჩერდი დედამიწავ, შეჩერდი ქარო, შეჩერდი ნორვეგიის ნაკრებო! - საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე - გიორგი მამარდაშვილია. მამარდა იცით როგორი ფეხბურთელია?! აი, ჩემს შვილს მამარდას დავარქმევო, ეგეთი. ამას გარდა, მომავალში შვილის სახელებად შეგიძლიათ გაითვალისწინოთ: გოჩო (გიორგი გოჩოლეიშვილის პატივსაცემად) მიქა (გიორგი მიქაუტაძის პატივსაცემად) ხვიჩა (ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად) ბუდუ (ბუდუ ზივზივაძის პატივსაცემად) და კიდევ 7 ფეხბურთელის სახელი.

👉ნორმალური შედეგია, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ - ხვიჩა კვარაცხელია ნორვეგიასთან ფრეზე

28 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა ბათუმში გაიმართა და ფრედ 1:1-ით დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი - გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

🎥 „როცა ვგულშემატკივრობდი ნაკრებს, ვფიქრობდი, ნეტავ, მე როდის ვითამაშებ-მეთქი“ - ფეხბურთელები ნაკრებში გამოძახების ემოციაზე

ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩებს 17 ივნისს კვიპროსის, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

მანამდე კი გთავაზობთ ქართველი ქომაგების მარგალიტ ფრაზებს საქართველო-ნორვეგიის მატჩზე.

„ერთი გოლი რომ გაიტანეთ მაგაზე არ თქვით მადლობა და მეორეზე რა ნამუსით მიდიოდით?“

„კიდევ კარგი გაიტრავმა ჰოლანდი თორე ვერ გააჩერებდიო... მთვრალი გრიგალავა გავაჩერე, კვირკველიას რომ მისდევდა, ჩემი ყანწი სად წაიღეო და ჰოლანდი ვინ ჩემი ერლინგ ბრაუთია?“

„ვულოცავ საქართველოს! უკეთესი და უკეთესი შედეგები ჩვენო ბიჭებო“

„მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის“

„მამარდაშვილი ჩვენი სიამაყე“

„გიორგი მამარდაშვილი მადლობა“

„მართლა ქარის ბრალი ყოფილა“

„კიდე კაი ის საქონელი რო არ ჰყავდათ, თორე რაც გამაზეს, ყველას გაიტანდა ის ცხოველი“

„მამარდაშვილი და გოჩოლეიშვილი“

„გოჩოლეიშვილი დღის აღმოჩენაა ნაკრებში“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2035 წელს ნახშირორჟანგის გამომყოფი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

🔵ლილე ქორიძე დღეს ნამდვილად ბრწყინავდა - ევროპის საჭადრაკო კავშირი

🔵„დღეს ეშმაკი 1:0 გვიგებს“ - ლალი მოროშკინა