ქართველმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ 2026 წლის პირველ თებერვალს ანტარქტიდაზე ჯგუფური ტური დააანონსა, რომლის ღირებულებაც ერთ ადამიანზე 56,000 ლარს შეადგენს. მიუხედავად სოლიდური ფასისა, ყველა საგზური უკვე ამოყიდულია.
აღსანიშნავია, რომ სოსო ნებიერიძე ანტარქტიდაზე ცოტა ხნის წინ თავად მოგზაურობდა, რისი ამსახველი ვიდეო მას იუთუბის საკუთარ არხზე უდევს.
ცნობისთვის, ანტარქტიდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისადგომ და ძვირადღირებულ მიმართულებად ითვლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ჯგუფური ტურია, რომელიც საქართველოში ოდესმე დაორგანიზებულა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 75 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 533K გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა