
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სხვისი ვნებების სადარაჯოზე დადგომისთვის პროფესიონალიზმია საჭირო.
„რა მაგის პასუხია და სხვისი ვნებების სადარაჯოზე დადგომისთვის საჭიროა პროფესიონალიზმი და საკითხის სკრუპულოზური აღწერა. მაშასადამე - ქრაშვა არის სამარხვო. იგი გახლავთ აღტაცება სხვის არსებობასა ზედა, ქრაშვის ობიექტის მხრიდან საპასუხო გრძნობების მიუხედავად და ხშირად ნაცნობობის გარეშეც. შეყვარებულობა არის ნახევრად სამარხვო, მაშასადამე, ქრაშვა, რომელსაც ახლავს კოცნაობის მსუბუქი ან მწველი სურვილი და შესაძლებლობის შემთხვევაში კოცნაობა. არასამარხვოა ბოი და ბოი, ბოი და გელ, გელ და გელ ფრენდობა. უკიდურესი თავგანწირვა კი გახლავთ ქორწინება. გამომდინარე კატეგორიების სიმძიმიდან, უდიდესი სიფხიზლე გმართებთ უკონტროლო ქორწინებების მიმართ. ველზე გასვლისას სასურველია, თან იქონიოთ ზეწარი და სანთელი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეიდან ამ ნიშანში 9 თვით სატანის მე-9 მოციქული გადის“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი
🔵ვნების შვიდეული დაიწყო - დღეს დიდი ორშაბათია
🔵„ეს მოვლენა უკრაინა-რუსეთის ომსაც დადებითად შეეხება“ - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი