Digest Logo

„ქართველებს შორის კიდევ უფრო ღრმა ენობრივი დაახლოება ხელს შეუწყობს ერთიანობას“ - ნათია ფანჯიკიძე

1650008514
ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს პრეზიდენტი  - სალომე ზურაბიშვილი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი - ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველებს შორის კიდევ უფრო ღრმა ენობრივი დაახლოება ხელს შეუწყობს ერთიანობას.

„ქართველებს შორის კიდევ უფრო ღრმა ენობრივი დაახლოება ხელს შეუწყობს ერთიანობას, ერთმანეთის მეტად შეგრძნებას.

ჩვენი ქვეყნის მოქმედი, ცოცხალი ენების ცოდნა კი არა, დიალექტების დაფასებაც და მათი სწორად სმენაც ბედნიერებაა.

ენის სიმდიდრეა ყველა მუსიკა, რომელიც ამ მგრძნობიარე, აღმა-დაღმა რელიეფის მქონე ქვეყანაში სხვადასხვა ლანდშაფტზე სხვადასხვა მელოდიით წარმოიქმნა. ყველაფერი, რაც ერთიანობისთვისაა, სიხარულით მისაღებია.

მა სი მიორქ

მი სი მალატ

მიყვარხარ“,- წერს ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რას ედავებიან ზელენსკის „აზოვის“ მებრძოლების ცოლები, დედები, დები?.. რატომ ემუქრებიან „აზოველები"?...“ - რას წერს ხათუნა ხოფერია

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი

🔵არესტოვიჩსა და კიმის მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - ვინ არის უკრაინის სუსის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო?

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება