Digest Logo

„ქრისტეს ისე არავინ მტრობს, როგორც დამახინჯებული ქრისტიანობა!“ - პეტრე კოლხი

1686143483
პეტრე კოლხი

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. 

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის.

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.

მათ შორისაა სასულიერო პირი პეტრე კვარაცხელია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: