ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როდესაც რამეს აკეთებ,
სიკეთეს,
საღმრთო საქმეს,
და მოგივა თავში აზრი — „რა კარგ საქმეებს ვაკეთებ…“,
უფალი ამაზე გეუბნება — „ჩემგან მადლობაც არ გეკუთვნის“.
— რატომ? შეიცხადებ...
— იმიტომ, რომ შენ შენს მოვალეობას აღასრულებ ამით;
ანუ,
შენ რომ ქრისტიანი ხარ — ქრისტესმიერი ცხოვრება არის შენი ვალდებულება,
როგორც ღვთის შვილისა,
როგორც სასუფევლის მოქალაქისა,
და ამისთვის ჯილდო — არ გეკუთვნის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: