
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ დიდი ხუთშაბათის წირვის შემდგომ, აღდგომის წინა მოსამზადებელი პერიოდისა და ზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს არის წმინდა ზიარების დღე, დიდი ხუთშაბათი. მინდა ყველას მოგილოცოთ. ჩვენ ქრისტიანებს საოცრად დიდი სიხარული მოგვანიჭა ქრისტემ, ზიარების სახით მან დაგვიტოვა საკუთარი თავი, რადგან ჩვენ ფიზიკურად შევძლოთ ქრისტეს შეხება. ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს, რომ არა მარტო სულიერად არა მარტო ფიზიკურად, არამედ შენში შემოვიდეს ქრისტე და შეიგრძნო იგი. ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ზიარებიდან ზიარებამდე. რას ნიშნავს ზიარებიდან ზიარებამდე? ისე უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა, რომ ეს ზიარება ამაო არ აღმოჩნდეს“,- ჰყვება მამა შალვა კეკელია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„წლების მატება მიხარია და ვაფასებ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვცოცხლობ“ - ნუკი კოშკელიშვილი