ცოტა ხსნი წინ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გარდაცვლილ მარკეტერს ვასკა ჩუბინიძეს სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაცია ემშვიდობება:
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით უსამძიმრებს ვასკა ჩუბინიძის ოჯახსა და ახლობლებს მისი ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ვასკა ჩვენი სასიქადულო პროფესორის, სახელმწიფო კვარტეტის უცვლელი წევრის, დიდი მუსიკოსის - ბატონი ნოდარ ჟვანიას სიძე გახლდათ.
ქვეყანამ დაკარგა ახალგაზრდა ნიჭიერი, წარმატებული პროფესიონალი და ძალიან კარგი მეგობარი.
პანაშვიდი გაიმართება დღეს, პარასკევს 6 თებერვალს
გასვენება - ხვალ, შაბათს, 15:00 საათზე.
მისამართი - ივანე ჯავახიშვილის ქ. #36ა“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: