Digest Logo

რა ემართებათ ქალებს ომის დროს - „ეს უკიდურესი ფორმის წამებაა. პატარა გოგოებს დედის თვალწინ აუპატიურებენ“

1647252968
ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი GrlzWave „IG: teisininkai“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს ავრცელებს. ინფორმაციაში ვკითხულობთ იმ დეტალების შესახებ, თუ რა ემართებათ ქალებს ომის დროს.

დაიჯესტი“ გაფრთხილებთ, რომ ინფორმაცია შეიცავს მძიმე ცნობებს სექსუალური ძალადობის შესახებ.

„რა ემართებათ ქალებს ომის დროს? (გაფრთხილება: პოსტი შეიცავს ცნობებს და ინფორმაციას სექსუალური ძალადობის შესახებ).

იცით რა ემართებათ ქალებს ომის დროს? იმიტომ, რომ რასაც მედია აჩვენებს, სრული სიმართლე არ არის. ძირითადი ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია არის ის, რომ:
1. ქალები დასევდიანებულები არიან, რადგან მათი ქმრები და ვაჟები ომში იბრძვიან;
2. ზოგიერთი ქალი ომში იბრძვის კაცებთან ერთად
და სულ ესაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ძირითადად, მიჩქმალულია: ომის დროს ქალებზე მასობრივად ძალადობენ სექსუალურად.

რუსეთის შეჭრა უკრაინაში 11 დღეა გრძელდება, მაგრამ გაუპატიურების შესახებ უკვე უამრავი ცნობა არსებობს. მხოლოდ ხერსონში (ქალაქი უკრაინაში) იყო 11 შემთხვევა გაუპატიურების შესახებ. გაუპატიურების მსხვერპლიდან 6 გარდაიცვალა. ოფიციალურად, მხოლოდ მცირე ნაწილია ამ შემთხვევების შესახებ გავრცელებული. ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, რამდენი გოგო/ქალი გააუპატიურეს რუსმა ჯარისკაცებმა ამ 11 დღის განმავლობაში. რიცხვები კი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.

ვინაიდან უკრაინას რუსეთი ესხმის თავს, მოდი, ვისაუბროთ რუსეთის არმიაზე: დადგენილია, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 2 მილიონზე მეტი ქალი და გოგონა მხოლოდ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. გაუპატიურების მსხვერპლთა ასაკი 8 წლიდან იწყება.

საბჭოთა არმიის ვეტერანი: „ჩვენ ვცადეთ გერმანელი ქალების დაჭერა. ერთ ქალს დაახლოებით ათი კაცი აუპატიურებდა. არ იყო საკმარისი ქალი გარშემო. მთელი მოსახლეობა საბჭოთა არმიას გაურბოდა. ასე რომ, ახალგაზრდები მიგვყავდა, თორმეტი თუ ცამეტი წლის გოგოები. თუ ტიროდნენ, პირში რაღაცას ჩავუდებდით და ვფიქრობდით, რომ ეს სახალისო იყო”.

ომის დროს სექსუალური ძალადობა უკიდურესად სასტიკია. მსხვერპლს არაერთხელ აუპატიურებენ, ზოგს 60-70ჯერაც კი... ეს უკიდურესი ფორმის წამებაა. პატარა გოგოებს დედის თვალწინ აუპატიურებენ.

რატომ გჭირდებათ ამის ცოდნა?

იმიტომ, რომ ამაზე არავინ საუბრობს! რას განიცდიან უკრაინელი გოგონები, ამაზე ნაკლებად საუბრობენ და თუ ასე გაგრძელდა - ეს ისევე გასაიდუმლოებული იქნება, როგორც გოგონების მასობრივი გაუპატიურება მეორე მსოფლიო ომის დროს.

მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ნუ დავივიწყებთ ამ ქალებსა და ბავშვებს. არავის მივცეთ უფლება, რომ ამ ადამიანებმა იტანჯონ მარტო და ჩუმად. გაავრცელეთ ინფორმაცია და იბრძოლეთ მათთვის“, - აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„შესიებული სახე და კისერი, აბსურდული სოციალური დისტანცია“ - რაზე მიანიშნებს პუტინის ვიზუალი და რა სჭირს მას

„ვწყევლი და შევაჩვენებ კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სასულიერო პირებს დაუპირისპირდა

„ახლავე შეწყვიტეთ შეჭრა და ომი უკრაინაში“ - მსოფლიო პატრიარქი