Digest Logo

„რა ფერის იყავი, სამი მეგობარი როცა მიიბარე ნუთუ სულ არ შეგრცხვა სიკვდილო...“ - ემოციური პოსტი ხონში დაღუპულებზე

1745130614
დაღუპულები

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც, სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, 2-მა კი დაზიანებები მიიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობელი მარიამ ფილია წერს:

„მთელი საქართველო რომ შეძარი,  ტკივილისგან მინდა ვიყვირო, გიო რომ მიგყავდა, ლუკა რომ მიგყავდა,
ბექა რომ მიგყავდა ზეცისკენ, რა ფერის იყავი სიკვდილო?!  სამი ანგელოზის სული მიიბარე, ხონში ცასაც უნდა იტიროს, სამი მეგობარი როცა მიიბარე ნუთუ სულ არ შეგრცხვა სიკვდილო?!!“, - წერს მარიამ ფილია.

„საშინელი ტრაგედიაა მომხდარი, ყველანი არასრულწლოვანები არიან, თანაკლასელები როგორც ვიცი. თურმე ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ის იჯდა საჭესთან და მანქანაში იყვნენ მისი მეგობრები. ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები. ამბობენ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა მანქანაო, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაცვივდნენ ხიდიდან. სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი, ორი კლინიკაში რჩება, სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს ისინი. როგორ შევიტყვე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მოტეხილობები არ აქვთ და ექიმები მათი გადარჩენის იმედს იძლევიან. წარმოუდგენელია არ განიცადო ადამიანმა ასეთი დიდი ტრაგედია. ერთი გარდაცვლილი, გვარად პირველია, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მეორე ბიჭი არის გვარად წვერავა, მესამე გარდაცვლილის გვარი არ ვიცი სამწუხაროდ. ისინი თანაკლასელები არიან, ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ პერიოდში ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მოსალოდნელია ფინანსურ ბაზარზე ძლიერი რყევები და რომელიმე დიდი კომპანია გაკოტრების წინაშე დადგეს “ - მარსი ლომში, ასტროლოგიური ანალიზი და რამაზ გიგაურის პროგნოზი

🎥 „ეს მე ღმერთმა დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია“ - უფლის „დამტირებელი“ ნაირა ნაჩხატაშვილი

⭕„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ - გურამ დოჩანაშვილის განმარტება