
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
იგი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ასაწონი სუნელების ყიდვისას უნდა ვიცოდეთ:
„რამდენად უსაფრთხოა ასაწონი სუნელების შეძენა?
აუცილებელია, ვიცოდეთ რა საფრთხესთანაა დაკავშირებული ქუჩაში პროდუქტების შეძენა.
ასაწონი სუნელები მრავლადაა განთავსებული სხვადასხვა ადგილებში. გარდა იმისა, რომ სუნელები ღია მდგომარეობაში იყიდება, შესაძლოა, დაბინძურებული იყოს მტვრით, სხვადასხვა ნაწილაკებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის მწარმოებელი, როდემდე აქვს შენახვის ვადა.
ერთ-ერთი შეფუთვა, რომელიც ვიყიდეთ, განკუთვნილია ძვირფასი ლითონების: ვერცხლი, ოქროს შესანახად.
მასში საერთოდ არ შეიძლება სუნელების მოთავსება“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლებელია, განვითარდეს სტიქიური პროცესები“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას
🎥 „მჯერა, შორენას მოუყვება შოშიებზე თუ როგორ უყვარს ყველას მისი შვილები“ - რას წერს გიგა ცხელიშვილი