ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ხარების დღესასწაულზე წერს:
„ჩვენს გულსა და გონებაში ახლა ვუმზერთ ასეთ სურათს - გაბრიელ მთავარანგელოზი ყოვლადწმიდა მარიამს აუწყებს, რომ ის ღვთისმშობელი გახდება.
რა დიდებული სურათია!
რა სინათლეა!
რა ძალაა!
რა მშვენიერებაა!
ამ სურათში კაცობრიობის დიდი იმედი და სიხარულია.
აქ ყველაფერი ჩანს - შობაც, ეგვიპტეში გაქცევაც, ყრმათა საზარელი გაჟლეტაც, მთაზე პირველი ქადაგებაც, სასწაულებიც, იგავებიც, გონებამიუწვდომელი სიწმინდე და სიბრძნეც, იერუსალიმში დიდებით შესვლაც, გაცემაც, შეურაცხყოფაც, ხელების დაბანაც, ჯვარცმაც, აღდგომაც, ამაღლებაც და დაუსრულებელი დიდებაც.
აქ ორ ქალს შორის მოქცეული ბიბლიური ისტორიის საზრისიც ჩანს - ევამ ამპარტავნებით მიიღო გველში შესული ეშმაკის მაცდური შეთავაზება (ღმერთებივით იქნებითო), მარიამმა კი ღვთაებრივი თავმდაბლობით იტვირთა ღვთისმშობლობის ნათელი სიმძიმე („ვაი, რა მწარედ იწვოდნენ ნაწლევნი მარიამისა“, - დავით გურამიშვილი) და სიხარული.
ეს სიხარული არასდროს დასრულდება. მეგობრებო, ქრისტიანებო, ქართველებო, გილოცავთ ხარებას!
(პოსტს დართული აქვს სანდრო ბოტიჩელის ნახატი „ხარება“)“, - წერს გია მურღულია.
ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე მიყვარხარ ისევ“ - მაკა ზამბახიძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს
🎥 ცნობილი შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის ხაჭოს პასქის რეცეპტი