Digest Logo

„რა თქმა უნდა, სამუდამოდ ერთად“ - რას წერს თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან შერიგების შემდეგ

1694974827
თათია შარანგია და ჯარჯი

ტელეწამყვანი თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შერიგდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„რა თქმა უნდა, სამუდამოდ ერთად“, - წერს ჯარჯი თორაძე, რომლის პოსტსაც ტელეწამყვანი თათია შარანგია აზიარებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ის და მისი ქმარი დაშორდნენ.

„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში.

თურმე როგორაც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით ამაში არ დაგაღალატებთ“, - წერდა თათია შარანგია. 

მოგვიანებით კი აღნიშნული პოსტი თათიამ წაშალა.