ცნობილი ფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ფილოსოფიური ხასიათის პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის წარმოსახვასა და ბუნების კანონზომიერებებზე მსჯელობს. ის სვამს კითხვას, თუ რა უფრო სრულყოფილია, ცარიელი ჭიქა თუ სავსე, და მკითხველს საინტერესო დასკვნებს სთავაზობს.
„რა უფრო სრულყოფილია - ცარიელი ჭიქა თუ სავსე?
პირველი შესაძლებლობაა, მეორე აღსრულება.
სიცარიელეს შეუძლია ბევრგვარად გარდაისახოს - ცარიელ ჭიქაში გინდა წყალს ჩაასხამ, გინდ - ღვინოს და თუ გინდ - სევდას.
სავსემ თავისი გზა უკვე აირჩია, მაგრამ განა მასაც ბევრგვარი სახე არ გამოარჩევს? - წყალს ათასი სახე აქვს, ღვინოსაც. სევდას ხომ კიდევ - უამრავი.
რასაც ბუნება აკლებს, ადამიანის წარმოსახვა შეავსებს ხოლმე.
მართალნი ყოფილან ძველნი:
ორივეს სრულყოფილი სახე აქვს - არსებობასაც და არარსებობასაც.
ერთსაც და მეორესაც დამნახველი და შემცნობი სჭირდება მხოლოდ.
აი, ისეთი - შენ რომ ხარ, ახლა რომ ამას კითხულობ.
არაო, ამბობ?
თავმდაბალი ყოფილხარ - განა თავის თავში ღმერთის ანარეკლს ვინმე დამალავს?
სხვა განა რა არის სიცარიელის სისავსე, ანაც - გადავსებულის არაფრობა...“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით