Digest Logo

„რამდენიმე ხნის წინ, ვინმესთვის რომ გეთქვა, კოვიდი ეგ არაფერიო... გამახსენდა პურს რომ ვრეცხავდით და ვსპირტავდით“ - რას წერს ავთო დვალიშვილი

1646642668
ავთო დვალიშვილი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს ჰყვება. საქმე მის ახლობელს ეხება, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული. პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ახლობელს ვესაუბრე ახლა საქმეზე... ვისაუბრეთ ალბათ 10 წუთი. ბოლოსკენ მოვიკითხე - ისე როგორ ხარ -მეთქი, ძალიან კარგადო, უბრალოდ კოვიდი მაქვსო... უფ, ეგ არაფერი -მეთქი.

რომ გავთიშე, დავფიქრდი, სულ რამდენიმე ხნის წინ, ვინმესთვის რომ გეთქვა, კოვიდი ეგ არაფერიო....  

მერე ცოტა შორს წავედი და გამახსენდა პურს რომ ვრეცხავდით და ვსპირტავდით...“, - წერს ავთო დვალიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა

„თუ მოვითხოვთ საემიგრაციო კანონის გამკაცრებას, ეს განპირობებული იქნება შიშით და არა სიძულვილით“ - დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

„კვლევა და ექიმებში სიარული მარტივი არ არის, მათ შორის არც ფინანსურად, მაგრამ...“ - თამარ მაყაშვილი ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის