
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ამბობს, რომ რეპორტაჟის მოსამზადებლად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ურთულესი სიტუაცია დახვდა.
„რამდენიმე საათი გავჩერდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში (ლუბლიანას 5/ჩაჩავას 1) კოვიდ რეპორტაჟის მოსამზადებლად. გალუმპული გამოვედი. რთული იყო რეპორტაჟზე მუშაობა ემოციურად, ადამიანურად. ჩემი მუშაობა რა მოსატანია აქ მომუშავე მედიკოსებთან? გალუმპვაზე ფიქრის დრო აქვთ? იმდენი ადამიანი ჰყავთ გადასარჩენი და სამკურნალო, ვერ წარმოიდგენთ. სავსეა რეანიმაცია და პალატები. თავის მოსაფხანი დრო არ აქვთ მედიკოსებს. აქ ყველაზე ნათლად ჩანს, რა ვერაგი ვირუსია კოვიდ19. აქ ყველაზე კარგად ჩანს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია მედიკოსების წინაშეც, რომლებმაც მართლა გულწრფელად გადადეს თავი.
მე კიდევ იმაზე წუწუნს რა გამაბედინებს, როგორ გავილუმპე? მადლობა „ვივო მედიქალ" ჯგუფს რეპორტაჟის მომზადებაში ხელშეწყობისთვის. მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მადლობა თავად მედიკოსებს თავდაუზოგავობისთვის", - წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇
🔵„ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" - რა ხდება „ტვ პირველში"
🔵„უუუხ... იპოვეს" - ლისის ტბის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცი იპოვეს