Digest Logo

„რამდენჯერ გაუყვანიხარ და უმოწყალოდ უცემიხარ ციხის ჯალათებს?! რამდენჯერ გადაიჭერი ვენები? რამდენი ნაკერი გადევს თავზე და მუცელზე?!“ - პატიმრის დედის ღია წერილი

1640451866
დედის ღია წერილი

პატიმრის დედა მთვარისა ნავერიანი სოციალურ ქსელში მეტად ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილის გათავისუფლების მოლოდინში განვლილ წლებზე წერს.

პატიმრის დედის ღია წერილი

13 წელი უშენოდ გიო

მაინც რა არის მოლოდინი ?!

ზოგი ბედნიერად ზის და ახალი წლის დადგომას ელოდება.

ზოგი ზამთრის გასვლას და მზეზე წამოკოტრიალებას. ზოგი შვილის დაბადებას. ზოგი გამოჯანმრთელებას.
ზოგი ...

ჰოდა, 13 წელია ყოველ ახალ წელს ველოდები უიმედო, უსასოო.
არ დადგა ჩემი საშველი.

არ დასრულდა ჩემი ტანჯვა.

ველოდები როდის დადგება ის დღე, როცა დარდი არ მექნება, როცა შიში არ მექნება და ელდა არ გაკრთება ყოველ დაკაკუნებაზე. ტელეფონის ზარზე. ეს შიში ვერ დავძლიე 2009 წლიდან დღემდე.

როდის დადგება ის ნანატრი დღე, როცა მეც ადამიანურად გავამზადებ საახალწლო სუფრას და შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ახალ წელს დაველოდები?!

მე 13 ჯერ ვერ მოგილოცავ ახალ წელს პირადად.

ზურგზე მძიმე ტვირთად მაწევს უშენოდ გატარებული 13 წელი.
ლოდინმა დამაბერა.
ველოდები სამართლიანობას.
ველოდები სიკეთეს .
ველოდები ...
სულ ველოდები...

ველოდები მაგრამ ხან არც კი ვიცი რას ველოდები, ან რატომ ველოდები ყოველი დილის გათენებას, რატომ კრთება ძილი და რატომ მტანჯავს ასე უშენობა.
ვერ დავძლიე და ვერ შევეგუე.
წელსაც უიმედო მოლოდინით შევხვდები ახალ წელს. წელსაც მხოლოდ ტელეფონის ზარს დავჯერდები და შენს ხმას ნატრული დაველოდები ...
სწორ ხაზზე დადიხარ შვილო?!
რამდენი ნეკნი გაქვს გატეხილი?!

რამდენჯერ გაუყვანიხარ და უმოწყალოდ უცემიხარ ციხის ჯალათებს?!
რამდენი ნაკერი გადევს თავზე და მუცელზე?!
რამდენჯერ გადაიჭერი ვენები წამებას რომ ვერ უძლებდი?!
რამდენჯერ მოკვდა დედაშენი როცა გული უგრძნობდა, რომ ნაწამები იყავი და ადვოკატს გიგზავნიდა
მასაც ვეცოდებოდი და ვერ ამბობდა სიმართლეს ...
მე კი ვიცოდი რომ ნაწამები იყავი...
საათობით რომ გირტყამდნენ და ჯალათების დერეფანში გატარებდნენ წონასწორობას იცავდი შვილო?!
წლებია თავის მოვლა შევწყვიტე.
წლებია ჩაცმისთვის არ მცალია.
წლებია არასწორად ვიკვებები.
თვითგვემაში ვარ.
არც წელს იქნება ჩემს გულში ზეიმი.
როცა ვახერხებ, რომ ამანათი მოგაწოდო , მაშინ ვარ მშვიდად. და ეს წელიწადში ერთხელ ხდება.
ყოველ 3 დღეში გაკითხავდი. ახლა კი ...
ამოვწურეთ ყველაფერი.
არც გასაყიდი დაგვრჩა რამე.
შიში ...
ვერ დავძლიე შიში მოვახერხებ?
შევძლებ?
გავუძლებ?
2013 წლამდე სიკვდილის შიშით ვიცხოვრე.
მერე ...
იმედი
იმედის ჩაქრობა.
უიმედობა .
შიში...
შიში...
გადავრჩებით?
13 უიმედო ლოდინის მძიმე წელი...
საოცარია, რა უძლებს ადამიანი?!
გცივა?!
გშია?!
შენც უიმედოდ ხარ.
მაგრამ მაინც მელოდები.
იქნებ შევძლო და მოვახერხო?
იქნებ მოგილოცო ახალი წელი?!
შევძლებ?
არ ვიცი შვილო, მე აღარაფერი შემიძლია. მეშინია ვაითუ ვერ მოგილოცო წელს ახალიწელი?!
შიში მკლავს.
სწორ ხაზზე დადიხარ შვილო?!
წონასწორობას იცავ?!
თვალი ხომ არ გაგირბის სადმე?!
არ მასვენებს კითხვები
მადლობა უფალს ცოცხალი მყავხარ და ვუძლებთ ,
ყველაზე მძიმე წამებას გავუძელით ახლა კი ამ ფსიქოლოგიურ წამებასაც გავუძლოთ იქნებ?!
მოწყალეა უფალი. გავუძლოთ შვილო!
მერე რა რომ სწორ ხაზზე ვერ დადიხარ?!
მერე რა რომ წონასწორობას ვერ იცავ?!
მერე რა რომ თვეში ერთხელ ძლივს გადიხარ გარეთ და მუხლები გტკივა?!
მერე რა რომ ფსიქოტროპულ წამლებზე გადაგიყვანეს?!
მერე რა რომ გაწამებდნენ?!
მერე რა რომ გკლავდნენ?!
მადლობა უფალს შენ მაინც მიშაზე მაგარი ხარ.
მე კი დედამისზე მაგარი ვარ რადგან გავუძელით...
ცოტაც გავუძლოთ ...
გავუძლოთ...

მერე რა თუ ვერ მოგაკითხავ.
მერე რა თუ ვერ მოგაწოდებ ამანათს.
მერე რა....

მადლობა უფალს ჯერ ვუძლებთ ...
ორივე ცოცხალი ვართ შვილო!
არაუშავს თუ სწორ ხაზზე ვერ გაივლი და წონასწორობას დაკარგავ. ერთად ყველაფერს დავძლევთ.
მადლობა უფალს ცოცხლები ვართ!
გავუძლოთ შვილო!
ამასაც გავუძლოთ!
1 წელი და 8 თვე ....
იქნებ გავუძლოთ?!
გავუძლებთ?!
უნდა გავუძლოთ.
ვერ დავძლიე შიში...
მადლობა უფალს ცოცხლები ვართ.
რა უსასრულოა მოლოდინი.
რა უსასრულოა და უკიდეგანო შიში...

სწორ ხაზზე დადიხარ შვილო?!
წონასწორობას ხომ არ კარგავ?!
უსასრულო ტანჯვის და უიმედო ლოდინის ჯოჯოხეთური 13 წელი.
უკვე ინათა

ან რა დაუღამებს ან რა გაუთენებს დედას როცა შვილი 13 წელია ციხეში ჰყავს გამოკეტილი?!
სადღაც მაინც ბჟუტავს იმედი!
იქნებ მოგილოცო ახალი წელი?!

იქნებ გავუძლოთ?!

რას იტყვი შვილო, მე დავიბენი და სიბერე მეპარება. ჩემს გულს კი შიში შეუჩნდა და უმოწყალოდ ხრავს.
გავუძლებთ?

მ. ნავერიანი“, - წერს პატიმრის დედა.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი