Digest Logo

„რანაირად აკეთებთ, რანაირად არ იხოცებით ამდენი „უნდას“ წინაშე?“ - ვის მიმართავს მწერალი ლია ლიქოკელი

1686214256
ლია ლიქოკელილია ლიქოკელი

მწერალი ლია ლიქოკელი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პასუხისმგებლობებისა და მათ წინაშე არსებული ვალდებულებების შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ზოგჯერ იმის გაცნობიერებაც კი სულს მომათქმევინებს ხოლმე, რომ შემიძლია, უბრალოდ ავდგე და სახლი არ დავალაგო.

ვალდებულებებმა და პასუხისმგებლობის გამძაფრებულმა გრძნობამ დროთა განმავლობაში ისე გამთანგა და გამაჩანაგა, რომ სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანად ვიქეცი.

არ მესმის, ამ ყველაფერს როგორ უძლებთ ხოლმე, თავზარს მცემს ყველანაირი “უნდა გავაკეთო”, “ვალდებული ვარ”, “საჭიროა”, ბოლოს ყელში ამომდის ეს ბრძოლა და სრულიად, სრულიად პარალიზებული ვხდები.

სულ ერთია, რას ეხება. თუნდაც რამე სასიამოვნო საქმე იყოს.
(თუმცა სასიამოვნო საქმეებიც სადღა დამრჩა, ყველაფერი წამებად იქცა ამასობაში :დ) კოშმარია ასე ცხოვრება.

ვერაფრით ვხვდები, როგორ უნდა შევინარჩუნო ელემენტარული ფუნქციურობა, საბოლოოდ რომ არ შევირყე და ყველა დღეს ტანჯვის კბილანებში გაძიძგნილი არ ვასრულებდე :დ

ვუყურებ ხოლმე ადამიანებს და გაშტერებამდე მიკვირს ზოგჯერ, საერთოდ როგორ შეგვიძლია, ვიყოთ ცოცხლები, ვაკეთოთ რაღაცები, ხშირად - არასასურველი რაღაცები, და გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება, ვითომც არაფერი.

იმასაც ვუშვებ, რომ ყველა ჩემსავით დალეწილი და გაფუჭებული არაა, მაგრამ ჩემნაირებიც ხომ არიან, ხომ ხართ.

რანაირად შეგიძლიათ? : ))

რანაირად გინდათ რამე?

რანაირად გიხარიათ?

რანაირად აკეთებთ, რანაირად არ იხოცებით ამდენი „უნდას“  წინაშე? :))“,- წერს ლიქოკელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო!წამალს იკეთებდა, 15 წლის და მომტაცა, გამიუბედურა! არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება“ - მარიამ მაზიაშვილის და ყოფილ სიძეზე

📸  „მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ…“ - ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კვარას ხელმოწერით ტატუ გაიკეთა, რა ფოტოს ავრცელებს ემიგრანტი ჟურნალისტი

🔵 კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა