ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„– სიმშვიდე რაც ნიშნავს იცით?!
– მშვიდია მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად მინდობილია ღმერთზე, როგორც ცოცხალ არსებაზე,
რომელსაც ნება აქვს, და თავისი ნებით განაგებს სამყაროს.
და როცა მე მას გადავაბარებ ჩემს ცხოვრებას – „იყავნ ნება შენი“, რომ ვეუბნები,
და როცა ეს ადამიანში რეალიზდება – ადამიანი აბსოლუტურად მშვიდდება,
– სანერვიულო რა მაქვს?!
– სიკვდილისაც არ მეშინია,
ყველაფერი ჩემი მოსიყვარულე მამის ხელშია და მან უკეთ იცის.
ადამიანი საერთოდ აღარ ნერვიულობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიმღერის ნამდვილი გენიოსები და ადამიანები, რომელთა შემოქმედებაც ეპოქას ქმნის“ - კოკი ფერაზი-ფანგანი
⭕„ხშირად ეუბნებით ბავშვებს უფროსები და ეს სასტიკად არ შეიძლება...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს