Digest Logo

„რატომ ელანდებათ მტრები ქვეყნის გულშემატკივრებს შორის - ასეთ ხალხს აზრი უნდა დაასრულებინო“ - ნათია ფანჯიკიძე

1649409987
გია დვალი და ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფიზიკოს გია დვალის სატელევიზიო გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმიანება და ჟურნალისტს აკრიტიკებს. ფანჯიკიძე ხაზს უსვამს, რომ გია დვალს წამყვანები სიტყვას აწყვეტინებდნენ და მას აზრის დასრულების საშუალებას არ აძლევდნენ.

გია დვალს ვუსმინე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და როცა ასეთი რესპონდენტი გყავს, „პოლიტიკურ-პარტიული“ თემის „მოგება“ არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად და არ აწყვეტინებდე ყველა პასუხს. ასეთ ხალხს აზრი უნდა დაასრულებინო. თვალსაზრისების მოსმენა მაშინაც კი გვჭირდება, თუ სულაც არ დავეთანხმებით და მით უმეტეს, როცა ადამიანი დისტანცირებული, შორიდან ხედავს რა როგორ ჩანს. მოკლე შინაარსი ის იყო, რომ რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ემსახურება და ჩვენს მომავალს განაპირობებს, გვიხარია, ლაპარაკი იმაზეა, როგორია საქართველოს ქცევა ფასეულობების მხრივ, როგორი ფსიქოლოგიის ადამიანს აყალიბებს დღევანდელი პოლიტიკა - გასისხლულ მეგობარს უტევ და ლანძღავ და არ ახსენებ რუსეთს. როცა უსერიოზულეს საკითხებზეა ლაპარაკი, ქვეყნის შიგნით რომელიღაც პარტიას უწყებ ლანძღვას. აცდენილი ხარ საკუთარ როლს. ქვეყნის მოსახლეობისგან გამოგყავს დაბნეული, უღირებულებო, მშიშარა სახეობა, რომელიც ვეღარ აკეთებს ანალიზს. არ აჩვენებ დიდსულოვნების მაგალითს, არ გაგაჩნია ეროვნული იდეოლოგია. მაშინაც კი ულამაზოდ იქცევი, როცა ნაბიჯს სწორად დგამ. კიდევ რბილად ილაპარაკა, ის არ უხსენებია, რა საძაგლად ჩანს ორმაგი თამაშები. თუ ქვეყნის მოსახლეობა დემორალიზებულ, უსახო, ფლიდობისკენ მიდრეკილ მასად იქცა, ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება მაშინაც ვერ გახდება სანატრელი, სულ რომ ყველა სურვილი ერთად ავისრულოთ და ევროკავშირის და ნატოს წევრი ერთდროულად გავხდეთ. ჩვენი თავი პატივისცემის ღირსად უნდა მიგვაჩნდეს. სულ ესაა და ეს არ არის მეორეხარისხოვანი, მით უმეტეს, მეათე. საერთოდ ვერ გავიგე, დვალის სალანძღავად და „გასაცამტვერებლად“ რატომ შეყარეს ლაშქარი. რატომ ელანდებათ მტრები ქვეყნის გულშემატკივრებს შორის“, - წერს ნათია ფანჯიკიძე. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცნობილმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა, გია დვალმა განაცხადა:

ჩვენ, მოქალაქეები მთავრობებს შანსს ვაძლევთ და თუ ვთვლით, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არასწორად წარმართა (პროცესი), შემდეგ ჩვენი ვალია, კორექტირება შევიტანოთ, ამიტომ ამაში საწყენი არაფერია, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში.

ჯერ ერთი, ამ შიდა ბაზარზე ომის რიტორიკა უნდა შეწყდეს, იმის თქმა და მუდმივი გამეორება, რომ ვიღაცა ჯგუფს ომი უნდა, ომის პარტია, ვიღაც მხარდამჭერები აუცილებლად „ნაციონალებს“ უნდა მიაკუთვნონ და ა.შ. ან ადამიანს თუ უკრაინის მხარდაჭერა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმა და ა.შ, ეს კარგი არავისთვისაა, რადგან ეს საზოგადოებაში აბსოლუტურად პოლარიზაციას იწვევს. ომის გამეორება ასე ხშირად კარგი არ არის, შევეშვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა შიდა მოხმარების ლექსიკონიდან საერთოდ ამოვიღოთ“, – განაცხადა გია დვალმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ცალი ფეხის ნახევარი დავკარგე და მეორის ტერფი“ - ვინ არის 39 წლის ჟურნალისტი, რომელიც ომში მძიმედ დაშავდა

🔵„გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინელი ქალი დაზარალებულად ცნეს!“ - ბაია პატარაია

🔵„დღეს მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება“ - ცაგარელი