
პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი ფიზიკოსს გია დვალის სატელევიზიო ეთერში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას მადლობას უხდის.
„სულ ვცდილობ არ ავყვე ხოლმე ბოროტებით, ზიზღით, შურით სავსე კომენტარებს, რადგან ვიცი მათი ამოცანაა წყობიდან გამოგვიყვანონ, სახე დაგვაკარგვინონ, მათ დავემსგავსოთ.
რაღაცას ადვილად ატარებ, რაღაცას ვერ ვიღაცის ნათქვამი გკლავს, ვიღაცისას აზრი არ აქვს იმდენად სასაცილოდ გამოიყურება.
და ხარ ამ ემოციაში მუდამ. როგორ უნდა მოიქცე? გაბრაზდე? გაატარო? სასამართლოდან არ გამოიყვანო ცილისმწამებელი?
და მერე უცებ გია დვალი იქნება ეთერში და იმავე ხალხის კომენტარებს წაიკითხავ „დებილიც ყოფილა“, „დიდ ხანს ატარებს ცერნის სარდაფში და ჟანგბადის ნაკლებობა აქვს“ და ამოისუნთქებ მადლობა გია დვალს არა მხოლოდ იმისთვის რომ ქართველებს გენიოსი გვყავს და მუდამ კარგი მოქალაქეა! აი ამ ამბისთვისაც“, - წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცნობილმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა, გია დვალმა განაცხადა:
„ჩვენ, მოქალაქეები მთავრობებს შანსს ვაძლევთ და თუ ვთვლით, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არასწორად წარმართა (პროცესი), შემდეგ ჩვენი ვალია, კორექტირება შევიტანოთ, ამიტომ ამაში საწყენი არაფერია, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში.
ჯერ ერთი, ამ შიდა ბაზარზე ომის რიტორიკა უნდა შეწყდეს, იმის თქმა და მუდმივი გამეორება, რომ ვიღაცა ჯგუფს ომი უნდა, ომის პარტია, ვიღაც მხარდამჭერები აუცილებლად „ნაციონალებს“ უნდა მიაკუთვნონ და ა.შ. ან ადამიანს თუ უკრაინის მხარდაჭერა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმა და ა.შ, ეს კარგი არავისთვისაა, რადგან ეს საზოგადოებაში აბსოლუტურად პოლარიზაციას იწვევს. ომის გამეორება ასე ხშირად კარგი არ არის, შევეშვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა შიდა მოხმარების ლექსიკონიდან საერთოდ ამოვიღოთ“, – განაცხადა გია დვალმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინელი ქალი დაზარალებულად ცნეს!“ - ბაია პატარაია
🔵„დღეს მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება“ - ცაგარელი