![მამა ლევანი მამა ლევანი](https://digest.ge/uploads/files/2022/07/05/27750/mama-levani_w_h.jpeg)
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად მიმართავს.
ამჯერად მამაო, მრევლს ქრისტეს სიყვარულზე და რწმენის მის დაუნახავად გაძლიერებაზე მოუწოდებს.
„როდესაც თომა მოციქულმა, უფლის გახვრეტილი ხელები ნახა, თქვა რომ ეს მისი ღმერთია. ქრისტემ კი უთხრა შენ მნახე და დაიჯე, მაგრამ ნეტარნი ისინი არიან ვისაც არ ვუნახივარ და ჩემი სწამთ.
ვისზეა ლაპარაკი? ყველა, ქრისტეს ხორციელი თვალით არ დამნახავ მორწმუნეზე.
რატომ ფასობს უფრო მეტად ქრისტეს შემდეგ დაბადებულთა მორწმუნეობა, ვიდრე მის თანამედროვეთა?
I. იმიტომ რომ ისინი უმზერდნენ მის ღვთაებრივ სახეს. ჯერ მის ხატს რომ უყურებ როგორი ზემოქმედება აქვს.
II. საკუთარი ყურით ისმენდნენ მის დარიგებებს. ხმაც როგორი ექნებოდა მაცხოვარს.
III. ხედავდნენ უამრავ სასწაულს, პურის გამრავლება, ადამიანს რომელსაც ფეხზე არასდროს გაუვლია ფეხზე დაყენებას, მკვდრის გაცოცხლებას და ა.შ.
ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ წიგნებით ვიგებთ. ჩვენში სარწმუნოება ჩნდება გულში და შემდეგ ჩანს ცხოვრების წესში. ხოლო ქრისტეს თანამედროვეებს სარწმუნოება უჩნდებოდათ ხედვით. მათთვის იოლი იყო მორწმუნედ გახდომა.
ქრისტეს აქეთ კი, რომ გახდე ჭეშმარიტი მორწმუნე, მსახიობი და ისეთი არა, თან რომ მორწმუნეობ და თან რომ გგონია რომ არაფერი არ უნდა მოიკლო.
არა, მთელი გულით, სულით და გონებით შეყვარებული ღმერთზე, ამას მეტი სულიერი შრომა სჭირდება, რომელიც არის ბიბლიის კითხვა, ქადაგების მოსმენა, ლოცვა, სამრევლო გაკვეთილები, მარხვა, მეტანიები.
არ არის იოლი ხო მთელი ცხოვრება შესწირო იმას, ვინც არ გინახავს? ჰოდა ამიტომ შენ უფრო გიფასდება ეს, ვიდრე მის მხილველებს“,- წერს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი