Digest Logo

რატომ ფუჭდება მანქანა ან ჩნდება ჯანმრთელობის პრობლემა მაშინ, როცა ცოტაოდენი თანხა დააგროვეთ? - რას წერს რამაზ გიგაური

1769796999
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„იცით, რატომ ფუჭდება მანქანა ან ჩნდება ჯანმრთელობის პრობლემა ზუსტად მაშინ, როცა ცოტაოდენი თანხა დააგროვეთ?

ეს არ არის „დათარსვა“ ან „თვალის ცემა“ — ეს ფსიქოლოგიაა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში სტივენ კოვიმ აღწერა „დეფიციტური აზროვნება“. ეს არის ვირუსი, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ შიშის და არა შესაძლებლობების პოზიციიდან.

ჰარვარდის პროფესორმა, სენდჰილ მულაინათანმა დაამტკიცა შოკის მომგვრელი ფაქტი: როცა გონება „დეფიციტურ აზროვნებაზე“ გადადის, ის ბლოკავს შესაძლებლობების ჰორიზონტს და გვაიძულებს დავუშვათ 5 ფატალური შეცდომა, რომელიც საფულეს ენერგეტიკულად კეტავს.

დააკვირდით საკუთარ თავს:

გაქვთ რომელიმე ამ ჩვევათაგანი?

„შავი დღის“ სინდრომი: აგროვებთ ფულს ავადმყოფობისთვის? გილოცავთ, თქვენ ქვეცნობიერად უკვეთავთ ამ ავადმყოფობას.

ყველაზე იაფფასიანი არჩევანი: ყიდულობთ არა იმას, რაც გინდათ, არამედ იმას, რაც „აქციაშია“? ეს საკუთარი თავის გაუფასურების პირდაპირი გზაა.

ძველის ვერშელევა: ინახავთ გატეხილ ჭიქებს და 10 წლის წინანდელ ტანსაცმელს? გახსოვდეთ, ვაკუუმის გარეშე ახალი ენერგია ვერ შემოვა“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხელში ჩამაკვდა...გავარტყი კიდეც - არ მინდოდა რომ აღარ ყოფილიყო“ - ზურა ყიფშიძის ემოციური ინტერვიუ დედაზე

🎥 „ყველა ამ რიტუალში მთავარი ფუძე რწმენაა და ის ენერგია რომელსაც ადამიანი ხარჯავს...“ - ნინა სუსლოვა სუბსარქისსა და მარილიან კვერებზე

⭕„დღემდე ამბობენ: სვანეთში უკანასკნელი სვანიც, რომ დარჩეს „ადიშის ოთხთავს“ არ დათმობსო...“ - რას წერს გიორგი ნიკოლავა