დღეს, 30 იანვარს სურბსარქისია - რა რიტუალები უნდა შესრულდეს ჩაკეტილი ბედის გასახსნელად? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:
„არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც მიირთმევენ მარილიან კვერებს. რეალურად ეს დღესასწქაული ჩვენი არ არის, აღნიშნავენ სომხები. სარქისი არის წმინდანი, რომელიც ეხმარება მათ ვისაც ოჯახის შექმნა უნდათ. რეალურად ეს წმინდანი ეწამა ქრისტიანობისთვის.
კვერი კეთდება დღეს თუმცა უნდა მივირთვათ 12 საათის შემდეგ ანუ ხვალ. რეალურად ამის ტრადიციებიც იცვლება. თავიდან კაცები ამზადებდნენ, შემდეგ ქვრივი ქალები. ახლა უმჯობესია მოამზადოს ქალმა, რომელსაც ბედნიერი ოჯახი ჰყავს.
რეალურად სხვადასხვა წესია გავრცელებული, ამბობენ რომ გზაჯვარედინზე უნდა გახვიდე. ზოგი სახლშიც მიირთმევს. მთავარი იდეა კი არის ამ კვერის მირთმევა და ისე უნდა დაიძინო, რომ წყალი არ მიირთვა. შესაბამისად ის ადამიანი, რომელსაც ნახავ სიზმარში და მოგაწვდის წყალს, არის შენი საბედო. წყალი თუ წმინდაა ნიშნავს რომ კარგი ქორწინება იქნება, თუ ამღვრეული პირიქით.
მე ისეც ვიცი ვინ იქნება ჩემი საბედო, ასე რომ მაგის გაკეთება არ მჭირდება. ვისაც არ უნდა კვერის მირთმევა, შეუძლია გამოიყენოს სარკე სანთელი და წყალი. ოღონდ ეს წყალი უნდა იყოს შვიდი სხვადასხვა ადგილიდან შეგროვებული.
ყველა ამ რიტუალში მთავარი ფუძე რწმენაა და ის ენერგია რომელსაც ადამიანი ხარჯავს. ნებისმიერ რაღაცაზე დიდი ხნის განმავლობაში რომ ვიფიქროთ აუცილებლად აგვისრულდება. უნდა გვჯეროდეს აუცილებლად“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: