Digest Logo

„რატომ გვირჩევნია უცნობ ბედნიერებას „ნაცნობ ჯოჯოხეთში“ დარჩენა?“ - რას წერს რამაზ გიგაური

1782221480
რამაზ გიგაური

„რატომ გვირჩევნია უცნობ ბედნიერებას „ნაცნობ ჯოჯოხეთში“ დარჩენა?“, - აღნიშნულ საკითხზე სტატიას ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს.

იგი ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, შინაგან სიცარიელესა და გაურკვევლობაზე წერს:

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია, რომელშიც ადამიანები ვცხოვრობთ - სტაბილურობის მითია. ჩვენ გაურკვევლობას გაურბივართ და ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრება უსაფრთხო ჩარჩოში მოვაქციოთ. თუმცა, როგორც კი ამას ვახერხებთ, მაშინვე შინაგან სიცარიელეს განვიცდით და სტაგნაციაში ვვარდებით.

ადამიანის ფსიქიკას ერთი უცნაური თვისება აქვს: ის უპირატესობას ნაცნობ ტკივილს ანიჭებს. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ უცნობი გარემო პირდაპირ საფრთხესთან ასოცირდება, არსებულის (თუნდაც ტოქსიკური ურთიერთობის) დაკარგვა კი - ხშირად უდიდეს ტკივილად აღიქმება.

სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით გარდაუვალს და საკუთარი „კომფორტის ზონის“ ტყვე ვხდებით. მაგრამ სიცოცხლე მიედინება. მას ერთ ადგილას შეგუბება და დაჭაობება არ უყვარს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საოცრად გამოიყურები“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ღვინიაშვილი

⭕ კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა - იგი ადგილზე დაიღუპა

⭕ „იქნებ შენსავით ერთგულები, მამაცები და ადამიანურები გავხდეთ“ - ნინი შერმადინი ინგუში ბიჭის ტრაგედიას ეხმაურება