Digest Logo

🎥 რატომ ვკარგავთ მეგობრებს? - „ზოგიერთი მრავალწლიანი ურთიერთობა სინამდვილეში შენი ცხოვრების ნაწილ-ნაწილ მითვისების მცდელობა ყოფილა“

1774961059
თამთა კვარაცხელია

90-იანი წლების ნოსტალგია, Girl Power-ის ენერგია და მეგობრობის მნიშვნელობა - ამ თემებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი თამთა კვარაცხელია, სადაც გულწრფელად საუბრობს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და იმ რეალობაზე, როცა ურთიერთობები ყოველთვის ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც გვეგონა.

„გახსოვთ 90-იანები ❓ Spice Girls, დაუგეგმავი მხიარულება და ის გულწრფელი „Girl Power“, რომელიც გვჯეროდა, რომ უპირობო იყო ✨

მაშინ მეგობრობა მარტივი გვეგონა, მაგრამ გადის წლები და ხვდები, რომ ზოგიერთი მრავალწლიანი ურთიერთობა სინამდვილეში შენი ცხოვრების ნაწილ-ნაწილ მითვისების მცდელობა ყოფილა.

💅 ხანდახან ირგვლივ იყურები და აღმოაჩენ საშიშ ტენდენციას ⚠️

ადამიანები, ვინც წლებია შენს გვერდით არიან, ზოგი ბავშვობიდან, ზოგიც სამსახურებრივი ლაბირინთებიდან სინამდვილეში შენს რესურსზე ნადირობენ 👩‍💻

🔍 მოდით პირდაპირ ვთქვათ 🗣️

ზოგი ცდილობს შენი ცხოვრება მოგპაროს, შენი იდეებით საკუთარი კარიერა აიწყოს, შენი ინტელექტით საკუთარი სტატუსი შეიქმნას, შენი სტილი და კავშირები კი პლატფორმად გამოიყენოს✂️.

ეს ის მომენტია, როცა შენ ხარ „ძრავი“, ისინი კი უბრალოდ მგზავრები, რომლებიც ცდილობენ საჭესთანაც თავად გადაჯდნენ 🛑

რატომ ვკარგავთ მეგობრებს ❓ სტატისტიკა და რეალობა ხშირად ერთმანეთს ემთხვევა 📉

📍 ფარული კონკურენცია

➡️ როცა შენი წარმატება მათთვის არა სიხარული, არამედ საკუთარი უსუსურობის სარკეა

📍 ენერგოვამპირიზმი

➡️ როცა ურთიერთობა მხოლოდ შენი რესურსის, ჭკუის, ნიჭის და დროის მოხმარებაზეა აგებული

📍 ღირებულებების დისონანსი

➡️ როცა ხვდები, რომ შენთვის მეგობრობა თავდადებაა, მათთვის კი მოხერხებული სტრატეგია♟️ მაგრამ მოდის მომენტი, როცა @spicegirls -ის ცნობილი ფრაზა უნდა დაიყვირო 📣 "STOP right now, thank you very much!“.

🛑✋ მადლობა გამოცდილებისთვის, მაგრამ ჩემი სამყაროს კარი იქ იკეტება, სადაც მეგობრობის ნაცვლად „სარგებელს“ ეძებენ 🚪

✨ ნამდვილი თავისუფლება მაშინ იწყება, როცა ხვდები რომ შენი გულის კარი მხოლოდ მათთვის უნდა გაიხსნას, ვისაც არ აკომპლექსებ და ნამდვილად ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე უყვარხარ.

შენი შინაგანი დრაივი მხოლოდ მათთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვინც შენს წარმატებას შენთან ერთად იზეიმებს 🥂

✨ დღეს ამ ვიდეოში ზუსტად ის ემოციაა, რაც 90-იანებში გვქონდა, უანგარო, ხმაურიანი და ნამდვილი 🙏🏻 როცა უსაფრთხო გარემოში ხარ, სადაც შენი წარმატება არავის აშინებს, აღარ გჭირდება დაცვითი მექანიზმები, იქ ღიმილი სიცილი და თავისუფლებაა 😇“, - წერს თამთა კვარაცხელია.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1455125242825053

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მადლობა ასეთი ემოციებისთვის და კიდევ მრავალი წელი სცენაზე!“ - კადრები თემურ თათარაშვილის 60 წლის საიუბილეო საღამოდან

🥚 როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი ტრადიციულად და ხარისხიანად - მარტივი ინსტრუქცია

„რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ახლა სიტყვა ვერ იტევს...“ - მანანა მგალობლიშვილს ძმა გარდაეცვალა