„რატომ ვტრიალებთ ცხოვრებაში ერთსა და იმავე წრეზე?“, - აღნიშნულ საკითზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„ალბათ შეგიმჩნევიათ:
👉 ვიცვლით სამსახურს, მაგრამ ისევ პრობლემურ ხელმძღვანელს ვეჯახებით;
👉 ვიწყებთ ახალ ურთიერთობას და გარკვეული დროის შემდეგ ვხვდებით, რომ ის ძველის ასლია;
👉 გამოვდივართ ფინანსური კრიზისიდან და მოულოდნელი მოვლენები ისევ უკან, ახალ კრიზისში გვაბრუნებს.
📍 ასეთ დროს საკუთარ თავს ვეკითხებით - რატომ ვტრიალებ წრეზე? რატომ ხდება ეს ჩემს თავს? რატომ ვარ ყოველთვის ერთი და იმავე სცენარის მძევალი?
ჰუმანისტურ ასტროლოგიას ამაზე ძალიან ზუსტი და ლოგიკური პასუხი აქვს. ის, რასაც ჩვენ კარმას, ბედისწერას ან უბრალოდ უიღბლობას ვეძახით, სინამდვილეში ფსიქიკის ფარული მექანიზმი და აუთვისებელი გაკვეთილებია.
სამყარო არ გვსჯის, ის უბრალოდ „გვაიძულებს“, გაკვეთილი რომელიც ვერ ავითვისეთ, ხელახლა გავიაროთ“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: