საქართველო სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
ამჯერად გიორგი ჭინჭარაულმა ახალი სახალისო პოსტი გამოაქვეყნა:
„მანქანა ჰო არ მყავს, ჰოდა ტაქსით მივდივარ თბილისიდან ლაფანაანთკარში.
ტაქსისტმა ამხედა, დამხედა და საიდან მოდიხარ ძმაოო?!
- დილას წამოველ სოფლიდან დიდუბეში, რძე-ყველი მქონდა ნაგროვები, ჩავაბარე და უკან მივდივარ მეთქი.
- ტაქსით რომ მიდიხარ, ესე იგი კაი ხეირი გინახავსო, ჩაილაპარაკა.
- ეგრეა, სოფელს აქვს ბარაქათქო, არ გავიტეხე მეც და სოფლის ყველის გახსენებაზე, კაი დიდი ნერწყვიც გადავუძახე ყანყრატოში.
ახლა ვსაუბრობთ, რამდენი სული ძროხა ჰყავს „სოსომოტორსს“ და კიდე რა გვაქვს გასაყიდი.
ჰადილააა მოვდივარ სოსო!“, - წერს გიორგი ჭინჭარაული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 11 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ინტუიცია უკეთ არის განვითარებული, ვიდრე ადამიანების 90%-ის
⭕ „ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა“ - სანიოლის კომენტარი
⭕„არ ვეთანხმები, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა“ - დე ლა ფუენტეს კომენტარი