დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ათონის წმინდა ხატზე წერს, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. დეკანოზის ინფორმაციით, რესტავრაციის დროს ჭედური პერანგი მოხსნეს რა დროსაც მან გამოანათა.
„საბერძნეთის ათონის წმინდა მთის ივერონის ღვთისმშობლის ორიგინალი ხატი, ანუ პორტაიტისას (კარიბჭისა) ხატი ჭედური პერანგის გარეშე!
რესტავრაციის გამო მოხსნეს დროებით და ასე გამოანათა ფერწერამ!
შეგახსენებთ, მოოქრული ვერცხლის პერანგი მესხეთის ათაბაგ ჯაყელის მსახურმა ამბროსიმ შესწირა მე-16 საუკუნეში, აქვს შესაბამისი ქართული ასომთავრული წარწერა“, - წერს ჭიღლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი დღეა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად“ - მიხეილ ცაგარელი